ჩვენს შესახებ

ბრენდის იდენტურობა

Share |

 

logoეისითის გამორჩეული კორპორატიული სტილი ზუსტად შეესაბამება მისი ბრენდის არსს. ეისითის ლოგო კი მსოფლიოში გამორჩეულია და არა ერთ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა წარმატება.

REDDOT AWARD


 

2011 წელს ეისითის ლოგოს კიდევ ერთი ხმაურიანი წარმატება ხვდა წილად.  REDDOT ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია ვიზუალურ ხელოვნებაში, რომელიც ყოველ წელს გამოავლენს წლის საუკეთესო ნამუშევრებს მსოფლიოს მაშტაბით. ეისითის ლოგოს და მის შემქმნელს, გიორგი ბოხუას, მიენიჭათ ჯილდო 2011 წლის საუკეთესო კორპორატიული დიზაინის ნომინაციაში.

 

 

WOLDA


მსოფლიოში ლოგოტიპების დიზაინში ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კონკურსზე - WOLDA-ზე ACT-ს ლოგოს წლის ერთ-ერთი საუკეთესო ლოგოტიპის სტატუსი მიენიჭა. ამ კონკურსს დიზაინერები და გრაფიკოსები „ოსკარს“ ადარებენ - მათთვის WOLDA ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. ამასთან, WOLDA ერთადერთი კონკურსია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს დიზაინერთა 100-ზე მეტ ასოციაციასა და პროფესიულ სკოლას.

2009 წელს, საერთაშორისო ჟიურიმ, ”საქიდეამშენის” კრეატიული დირექტორის, გიორგი ბოხუას მიერ შექმნილ ეისითის ლოგოს, მსოფლიოში მე-4  და საქართველოში პირველი ლოგოს სტატუსი მიანიჭა.