ბრენდის იმიჯის კვლევა
ბრენდის იმიჯი, ანუ მომხმარებლების წარმოდგენა ბრენდის შესახებ, ყალიბდება, როგორც სარეკლამო კამპანიების, ასევე ბრენდთან მომხმარებლის უშუალო ურთიერთობითა და გარშემომყოფთა გამოცდილებით. მას შემდეგ, რაც ბრენდის იმიჯი ფორმირდება და ცნობადი გახდება, იგი ასახვას პოულობს ყველაფერზე: პროდუქტზე, შეფუთვაზე, გაყიდვის წერტილებზე, რეკლამაზე, ვებ-გვერდსა თუ სხვა მარკეტინგულ მასალებზე. ბრენდის იმიჯის ზეგავლენას თქვენ ყველგან იგრძნობთ, იგი თავს იჩენს ნებისმიერ არსებულ თუ პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაციისას. ეს ზეგავლენა იმდენად ძლიერია, რომ ბრენდის შესახებ წარმოდგენები მომხმარებლის გონებაში მაშინაც კი განაგრძობს სიცოცხლეს, როდესაც ამ ბრენდის ქვეშ არსებული პროუქტი ან სერვისი იცვლება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდის იმიჯის პერიოდული მონიტორინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი ზუსტად გამოხატავს იმ ფასეულობებსა და შეთავაზებებს, რასაც თქვენ მასში დებდით.
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევითი მეთოდების კომბინირებული მიდგომით, ACT დაგეხმარებათ გაიგოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენს ბრენდს მომხმარებლის ცნობიერებაში, როგორია მასზე მომხმარებელთა წარმოდგენები და რა ემოციური კავშირი აქვს თქვენს ბრენდს მათთან.
ბრენდის იმიჯის კვლევის შედეგად თქვენ გეცოდინებათ:
- როგორია თქვენი ბრენდის ცნობადობა;
- რამდენად გამოხატული, ფორმირებულია თქვენი ბრენდის მიმდინარე იმიჯი. რამდენად დიფერენცირებულია იგი კონკურენტების იმიჯისგან;
- რა ფუნქციონალური თუ ემოციური ატრიბუტებით ხასიათდება თქვენი ბრენდის იმიჯი;
- რა პოზიტიური და ნეგატიური ასოციაციები აქვს მომხმარებელს თქვენს ბრენდთან;
- ურთიერთობის რა გამოცდილება აქვს მომხმარებელს თქვენს ბრენდთან და რამდენად პოზიტიური იყო ეს გამოცდილება
- როგორი ზეგავლენა მოახდინა თქვენი კომპანიის მიერ წარმოებულმა სარეკლამო კამპანიებმა ბრენდის იმიჯის ფორმირებაზე და პირიქით, როგორ იყო აღქმული ეს კამპანიები ბრენდის ზეგავლენით.
- რამდენად შეესაბამება ბრენდის იმიჯი მის იდენტობას (იმ ფასეულობებს, რასაც თქვენ მასში დებდით)
კვლევის შედეგების საფუძველზე თქვენ შეძლებთ შეაფასოთ თქვენი ბრენდის ამჟამინდელი იმიჯი და გადადგათ ეფექტური ნაბიჯები მისი ფორმირების ან გაახლების მიმართულებით.
