ჩვენს შესახებ > ჩვენი ფილოსოფია

კლიენტთან მუშაობის პოლიტიკა

Share |


თანამშრომლობა
ჩვენ დიდხანს და დაკვირვებით ვუსმენთ ჩვენს კლიენტს და მხოლოდ ამის შემდეგ, მათთან ერთად ვსახავთ ზუსტ გზებს და მეთოდებს მნიშვნელოვანი საკითხისა, თუ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ კლიენტთან ერთად ვქმნით გუნდს და  ერთად  ვმუშაობთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი თანამშრომლობა იყოს არამარტო შედეგიანი, არამედ კომფორტული და სასიამოვნო. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კლიენტები ვაქციოთ ჩვენს მეგობრებად და პარტნიორებად.

ობიექტურობა
ჩვენ ვფოკუსირდებით კლიენტის გრძელვადიან შედეგზე,  რის გამოც ხანდახან ჩვენ გვიწევს კლიენტს ვურჩიოთ ის, რისი გაგება, ან შეცვლა მას არ სურს, მაგრამ ეს ჩვენი მუშაობის სპეციფიკაა.

ჩვენ ვალდებული ვართ კლიენტს ყოველთვის ობიექტური მონაცემები და რჩევები მივაწოდოთ. ჩვენ არასოდეს მივდივართ კომპრომისზე, როდესაც საქმე ეხება ობიექტურობას. ჩვენ ყოველთვის ღიად ვაწვდით კლიენტს დასკვნებს თუ მიგნებებს, მაშინაც კი, თუკი ეს ინფორმაცია კლიენტისთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვცდილობთ ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად დელიკატურად, რათა კლიენტმა მიიღოს ობიექტური რეალობა და მობილიზდეს მისთვის სასარგებლო და სასიკეთო ცვლილებებისთვის.

კონფიდენციალობა
ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ვეხებით კლიენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციას. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი კლიენტის ინტერესები და უზრუნველვყოთ მუშაობის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ამიტომ ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებთ კომპანიაში დადგენილ ყველა წესს, ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად.

პოზიტივიზმი
პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენი საქმისა და გარემოს მიმართ არის ჩვენი, როგორც ცხოვრების, ასევე მუშაობის კრედო. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს გარშემო უამრავი შესაძლებლობაა და რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არსებობს გამოსავალი, რომლითაც შეიძლება საუკეთესო ცვლილებების და ახალი შესაძლებლობის კარი გააღო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაზე რთულ პროექტებსაც დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით და ვაღწევთ საუკეთესო შედეგებს.