მარკეტინგული კვლევა > ორგანიზაციული კვლევა

კორპორაციული კლიმატის კვლევა

Share |

ორგანიზაციის შიგნით არსებული სიტუაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მის პროდუქტიულობასა და ეფექტურობაზე. თუმცა ორგანიზაციებში ხშირად ხდება ამ ფაქტის დავიწყება ან მისი მნიშვნელოვნების უგულებელჰყოფა. კომპანიის მენეჯერები ხშირად კონცენტრირდებიან კონკურენტებზე, მომხმარებელსა თუ კომპანიის აქციონრებზე და ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციას მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას, როდესაც ესათუის საკითხი მწვავე პრობლემად იქცევა.

ორგანიზაციული კლიმატის რეგულარული მონიტორინგი შესაძლებლობას მოგცემთ იყოთ პროაქტიული, მართოთ სიტუაცია, თავიდან აიცილოთ ორგანიზაციის შიდა პრობლემები და გაზარდოთ კომპანიის ეფექტურობა.

ორგანიზაციულ კვლევაში ACT-ის უნიკალური კვლევითი მიდგომები და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი მკვლევარები და კონსულტანტები საფუძვლიანად შეისწავლიან თქვენს ორგანიზაციაში არსებულ სიტუაციას, მოგაწვდიან შიდა გარემოს ობიექტურ ხედვას, პრობლემების სიღრმისეულ ანალიზს და დაგეხმარებიან კორპორაციული კლიმატის გაუმჯობესებაში.

მიღებული ცოდნა:
-    რამდენად ჯანსაღი კლიმატია თქვენს ორგანიზაციაში;
-    რა არის ორგანიზაციის ძირითადი პრობლემები;
-    როგორ გრძნობენ თავს თანამშრომლები - რამდენად მოტივირებულნი და პროდუქტიულები არიან ისინი;
-    რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც ზრდის ან ამცირებს თანამშრომელთა პროდუქტიულობას ან მოტივაციას;
-    როგორ ხდება ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციაში: რა არხებით იღებენ ძირითადად ინფორმაციას თანამშრომლები, მათ შორის რომელია ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო არხი, რომელია ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო, სხვ.;
-    რამდენად ინფორმირებულები არიან თანამშრომლები ორგანიზაციის მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ აქტივობების შესახებ და როგორია მათი მოსაზრებები და დამოკიდებულება მათ მიმართ;
-    როგორია ცვლილებებისადმი მათ მზაობა და განწყობა;
-    როგორია თანამშრომელთა მოლოდინები ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

მიღებული შედეგები:
•    ობიექტურად შეაფასოთ ორგანიზაციაში არსებული სიტუაცია;
•    დაინახოთ არსებული თუ მოსალოდნელი პრობლემები;
•    გადადგათ ქმედითი ნაბიჯები პრობლემების გადასაჭრელად ან მათ თავიდან ასაცილებლად; 
•    შეიმუშაოთ ეფექტური შიდა საკომუნიკაციო სტრატეგია;
•    გააუმჯობესოთ შიდა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლის ხარისხი;
•    გაზარდოთ კომპანიის თანამშრომელთა მოტივაცია, პროდუქტიულობა და ლოიალობა;
•    შექმნათ ჯანსაღი კლიმატი თქვენს ორგანიზაციაში;
•    გაზარდოთ ორგანიზაციის პოტენცია.