კვლევის მეთოდები

კრეატიული სესიები

Share |

კრეატიული სესია ჯგუფური დისკუსისს ერთ-ერთი სახეა, რომლის მონაწილეები განსაკუთრებით გახსნილი, თავისუფლად მოაზროვნე და კრეატიული ადამიანები არიან.

კრეატიული სესიები ფოკუს ჯგუფებთან შედარებით ნაკლებად სტრუქტურირებულია და მასში მინიმალიზირებულია მოდერატორის როლი. მოდერატორი მხოლოდ სამსჯელო თემებს აწოდებს ჯგუფის წევრებს. მის ძირითად ფუნქციას კრეატიულ სესიაზე დომინანტური მონაწილეების განეიტრალება წარმოადგენს.

კრეატიული სესიების გამოყენება ოპტიმალურია პროდუქტის შექმნის, განვითარების და მოდიფიკაციის დროს. კრეატიულმა სესიებმა ასევე შეიძლება დამკვეთი კომპანიის და კონსულტანტების მასალა მიაწოდოს ჯგუფს ცალკეული მარკეტინგული თუ პიარ აქტივობის დაგეგმვის პროცესში.