ჩვენს შესახებ > რესურსები

ლაივ ჩვენება

პირველად საქართველოში ეისითი კლიენტებს სთავაზობს ფოკუს ჯგუფების ინტერნეტ ტრანსლირებას. 2008 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,  უკვე შესაძლებელია ეისითის თბილისისა და ბაქოს ოფისში მიმდინარე ფოკუს ჯგუფების ყურება პერსონალური კომპიუტერის მონიტორზე. ეისითის ვებ გვერდზე მომხმარებელს საშუალება ეძლევა ინდივიდუალური პაროლის გამოყენებით თვალი ადევნოს ფოკუს ჯგუფების და ინდივიდუალური ჩაღრმავებული ინტერვიუების მიმდინარეობას. რამდენადაც ტრანსლირება ხდება რეალურ რეჟიმში, დამკვეთს ასევე აქვს საშუალება მისთვის სპონტანურად აღმოცენებული დამატებითი კითხვები ინტერნეტის საშუალებით გადასცეს ჯგუფის მოდერატორს.