კონსალტინგი > სტრატეგიული მარკეტინგი
მარკეტინგული აუდიტი
სტრატეგიული დაგეგმვა სიტუაციის ღრმა ანალიზით იწყება. აუდიტის პროცესს ჩვენ სამი ძირითადი მიმართულებებით ვახორციელებთ:
- კლიენტი კომპანიის მენეჯმენტის სურვილების, მიზნებისა და რესურსების შესწავლა - რაც გუნდთან სამუშაო შეხვედრებით, ან ჩაღრმავებული ინტერვიუების ტექნიკით ხორციელდება;
- განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესწავლა და შეფასება - აქ ხდება უკვე განხორციელებული კვლევების, არსებული სტრატეგიული თუ სხვა ტიპის დოკუმენტების, სარეკლამო-პრომოუშენ მასალების, პიარ დოკუმენტების შესწავლა, ასევე, კონკურენტების თვალსაჩინო მასალების შესწავლა;
- ბაზრისა და მომხმარებლის კვლევები - კლიენტი კომპანიის კონკრეტულ ამოცანაზე მორგებული კვლევების წარმართვა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფასოთ ბაზრის მოთხოვნა, პოტენციალი; სეგმენტი, მისი ქცევა, ზომა, დამოკიდებულება საკითხის მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
აუდიტის ეტაპის შემდეგ, მიღებული მონაცემების ანალიზის დასრულებისთანავე ჩვენი კონსულტანტები ეხმარებიან დამკვეთ მხარეს:
- მიზნების კორექციაში ან ახალი მიზნების დასმაში;
- გადაწყვეტილების მიღებაში სამიზნე სეგმენტის შესახებ;
- ალტერნატიული მარკეტინგული შესაძლებლობების გამოყენებაში;
- ბაზრის/ბაზრების შერჩევაში;
- ბაზარზე ოპერირების სტრატეგიების შერჩევაში - ბაზრის პენეტრაცია, ბაზრის განვითარება, პროდუქტის განვითარება თუ სხვა.
