მედია-პრეფერენციების კვლევა
მედია პრეფერენციების კვლევის შედეგად თქვენ დაზუსტებით გეცოდინებათ რომელი მედია არხებია ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური თქვენს მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. შეძლებთ შეაფასოთ საინფორმაციო სივრცის რა ნაწილის ათვისება და რა ტიპის კომუნიკაციის წარმოება გჭირდებათ კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
ამით თქვენ დაზოგავთ კომპანიის რესურსებს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაზრდით თქვენი სარეკლამო თუ საინფორმაციო აქტივობების შედეგიანობას.
მედია პრეფერენციების კვლევა გიპასუხებთ კითხვებზე:
- რა მედია საშუალებებით იღებს ინფორმაციას თქვენი მომხარებელი?
- რომელი კონკრეტული არხებს ანიჭებს იგი უპირატესობას?
- სად და როდის იღებს ინფორმაციას?
- რა სიხშირით იღებს ინფორმაციას მომხმარებელი ცალკეული მედია საშუალებით / არხით?
- ვინ არის კონკრეტული მედია საშუალების / არხის მაყურებელი? ანუ,როგორია ამათუიმ მედია არხის აუდიტორიის პროფილი?
