ფოკუს ჯგუფები
ჩვენს ორგანიზაციას აქვს სამი თანამედროვე და კომფორტული ფოკუსური დისკუსიების ოთახი, ორი თბილისში, ერთი ბაქოში, რომლებიც გათვალისწნებულია ნებისმიერი ზომის ჯგუფური დისკუსიისთვის.

ოთახები აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის ციფრული კამერებით, მიკროფონებით, ვიდეო და აუდიო ჩამწერებით, რაც უზრუნველყოფს დისკუსიის მიმდინარეობის ჩაწერასა და, საჭიროების შემთხვევაში, სინქრონულ თარგმნასაც.
დამკვეთს შეუძლია დისკუსიის მსვლელობას თვალყური ადევნოს სპეციალურად მოწყობილი კომფორტული დაკვირვების ოთახებიდან როგორც ტელევიზორის, ასევე ცალმხრივი მინის საშუალებით. გარდა ამისა, შესაძლებელია თბილისისა და ბაქოს ოფისშებში მიმდინარე ჯგუფების “ლაივ” რეჟიმში ონლაინ ტრანსლირება.
