შეფუთვის ტესტირება
პროდუქტის შეფუთვა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენს კომპანიაში წლების მანძილზე პროდუქტის ამათუიმ კატეგორიაში მომხმარებელთა გემოვნებისა თუ პრეფერენციების შესახებ დიდი გამოცდილება დაგროვდა. ACT-ის მკვლევარები და კონსულტანტები მზად არიან, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება და დაგეხმარონ თქვენი პროდუქტისთვის საუკეთესო შეფუთვის შემუშავებაში.
შეფუთვის ტესტირება პასუხს გაგცემთ შემდეგ კითხვებზე:
- როგორია შეფუთვის პირველადი ეფექტი - ანუ, როგორია მასზე მომხმარებლის პირველადი რეაქცია;
- რამდენად მიმზიდველი და მოსახერხებელია იგი მომხმარებლისთვის;
- რა მოსწონს და რა არ მოსწონს მასში მომხმარებელს;
- არის თუ არა მარტივად აღქმადი და დამახსოვებადი;
- შეფუთვის რა ელემენტები ამახსოვრდება / მოსწონს მომხმარებელს ყველაზე მეტად და პირიქით;
- რამდენად სრული, მარტივად გასაგებია და დამაჯერებელია შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია;
- რამდენად შეესაბამება იგი პროდუქტს;
- უჩენს თუ არა მომხმარებელს ყიდვის განწყობას.
შეფუთვის ტესტირების შედეგად თქვენ შეძლებთ:
- შეარჩიოთ შეფუთვის რამდენიმე ვარიანტიდან ყველაზე ოპტიმალური;
- დახვეწოთ შერჩეული შეფუთვის დიზაინი;
- მეტად მიმზიდველი და კომფორტული გახადოთ თქვენი პროდუქტის ყიდვისა და მოხმარების პროცესი;
- გაზარდოთ პროდუქტის წარმატების ალბათობა.
