ჩვენი ისტორია
ACT (ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი) დაარსდა 2002 წელს. სწორი ბიზნეს-ხედვა, მუდმივად განვითარებაზე ორიენტაცია, ნიჭიერი და პროფესიონალი თანამშრომლები, პარტნიორებისა და კლიენტების პატივისცემა, პასუხისმგებლობა და სანდოობა - ის ძირითადი ფაქტორებია, რომლის დამსახურებითაც ACT-მ შეიქმნა ღირებული რეპუტაცია და მოიპოვა ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე. 2010 წელს კი ეისითიმ მოახდინა გეოგრაფიული ექსპანსია - გახსნა ოფისი ბაქოში, აზერბაიჯანში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2002 წელი - კომპანიის დაარსება;
2004 წელი - კომპანია გახდა ერთერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის ESOMAR-ის წევრი;
2007 წელი - ეისითი გახდა იდუმალ მყიდველთა მსოფლიო ასოციაციის (MSPA) პირველი და ერთადერთი წევრი საქართველოში;
2007 წელი - ეისითიმ დანერგა CATI – ( Computer Assisted Telephone Interviewing) სატელეფონო ინტერვიუების ჩასატარებელი ცენტრალიზებული კომპიტერიული სისტემა.
2008 წელი - ეისითი გახდა ქართული კვლევითი და საკონსულტაციო ბაზრის ლიდერი. ამავე წელს კომპანია პირველად გახდა ოქროს ბრენდის მფლობელი, იგივე ჯილდო კომპანიას გადაეცა 2009 და 2010 წლებში;
2009 წელი - ეისითი აფუძნებს კომპანია “გლობალ-ქოლ ცენტრს”, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლად მომუშავე ყველაზე დიდი და ტექნიკურად გამართული ქოლ-ცენტრია;
2009 წელი - კომპანია სრულ რებრენდინგს ახორციელებს;
2009 წელი - ეისითის ახალმა ლოგოტიპმა “WOLDA”-ს მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილი მოიპოვა (“WOLDA”- ლოგოტიპების დიზაინში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული კონკურსია);
2010 წელი - ACT-მ და CSB-მ პირველად ამიერკავკასიაში მარკეტინგული კვლევის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა შეიმუშავა. (CSB – Caucasus Business School - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია. ACT-მ CSB-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში მარკეტინგული კვლევის სპეციალიზაციით ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.
2010 წელი - კომპანია ხსნის ოფისს ბაქოში, აზერბაიჯანში;
2010 წელი - კომპანია ქართული ბაზრის უპირობო ლიდერად რჩება და მის 34%-ს ფლობს. ამასთან, 2009 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლების ზრდის მაჩვენებელმა 35.5% შეადგინა.
2011 წელი – ეისითის ლოგომ პირველი ადგილი მიიღო REDDOT-ის პრესტიჟულ კონკურსზე ვიზუალურ ხელოვნებაში, რომელიც ყოველ წელს გამოავლენს წლის საუკეთესო ნამუშევრებს მსოფლიოს მაშტაბით.
2012 წელი - ეისითიმ მორიგი ნაბიჯი გადადგა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით - საქართველოში პირველმა დაიწყო CAPI (Computer-assisted personal interviewing)-ის გამოყენება.
2012 წელი - წლის დასაწყისში ხელი მოეწერა ეისითის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პროექტს შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბითა და ღირებულებით (2 მილიონამდე აშშ დოლარი) მოლდოვაში.
