მარკეტინგული კვლევა

ბრენდის კვლევა

ცნობილია, რომ დღეს იყიდება არა პროდუქტი, არამედ მომხმარებლის წარმოდგენა ამ პროდუქტის შესახებ, ანუ ბრენდი. ACT-ის ბრენდის კვლევის ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ თვალნათლივ დაინახოთ, როგორ აღიქვამს მომხმარებელი თქვენს ბრენდს, რა პოზიციები აქვს, როგორ ვითარდება და რა პოტენციალი გააჩნია მას.

ბრენდის იდეის ტესტირება

ძლიერი ბრენდის შექმნა ღირებული იდეით იწყება. თუმცა როგორ უნდა გავიგოთ რამდენად ღირებულია ჩვენი იდეა იმ სამიზნე სეგმენტისთვის, ვისთვისაც ბრენდს ვქმნით? ჩვენ გადაწყვეტას გთავაზობთ: ACT დაგეხმარებათ ბრენდის იდეის ტესტირებაში, მის დახვეწაში ან პოტენციალის შეფასებაში.  

სახელისა და ლოგოტიპის ტესტირება

როდესაც სრულიად ახალ ბრენდს ქმნით ან არსებულს აახლებთ, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა ინფორმაციას აწვდის ბრენდის ახალი სახელი თუ ლოგოტიპი თქვენს მომხმარებელს. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი სახელისა და ლოგოტიპის შემუშავებაში, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ბრენდის კონცეფციას, პროდუქტს, მიმზიდველი და მასტიმულირებელია მომხმარებლისათვის და უძლებს დროს.  

ბრენდის იმიჯის კვლევა

ზოგჯერ მომხმარებლის წარმოდგენები ბრენდის შესახებ არ ემთხვევა იმ იდეას, რაც ბრენდის შექმნისას იყო მასში ჩადებული. ACT დაგეხმარებათ გაიგოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენს ბრენდს მომხმარებლის ცნობიერებაში, როგორია მასზე მომხმარებელთა წარმოდგენები და რა ემოციური კავშირი აქვს თქვენს ბრენდს მათთან.  

ბრენდის ღირებულების და კაპიტალის კვლევა

რაც უფრო ძლიერია ბრენდი, მით უფრო მეტად ფასეულს ხდის იგი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტსა თუ სერვისს. გაიტერესებთ კონკრეტულად რამდენით ზრდის თქვენი ბრენდი პროდუქტის ფასს? ამაში ჩვენ დაგეხმარებით - თანამედროვე მიდგომების გამოყენებით გაგიზომავთ თქვენი ბრენდის ღირებულებას და შეგიფასებთ მის კაპიტალს.