ბრენდინგი
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდინგი შემოქმედებით, შთაგონებით სუნთქავს, ის ბიზნეს პროცესია - იგეგმება, აქვს სტრატეგია და ინტეგრირდება მთელს ორგანიზაციაში. ის ორგანიზაციის ფუნქციონირების ენერგიაა. ბრენდის ენერგიად ქცევას დიდი ძალისხმევა, სწორი დასაწყისი და მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი ბრენდინგის სპეციალისტები და ანალიტიკოსები თქვენი სურვილების, ხედვების, ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებლის მოსაზრებების გათვალისწინებით დაგეხმარებიან ძლიერი ბრენდის კონცეფციების შექმნაში და მხარს დაუჭერენ მის ინტეგრირებას კომპანიის ფუნქციონირების ყველა მიმართულებასა და დეტალში.
ვიზუალური ბრენდინგი
ბრენდის ხილული ელემენტები, ფერი და ფორმა უმნიშვნელოვანესი ფაქტორები ბრენდის შექმნის პროცესში. შეუძლებელია მხოლოდ სიტყვებით გადმოსცე საკუთარი უნიკალურობა და ბრენდის არსი.
ბრენდის აუდიტი
ჩვენი სპეციალისტები მუშაობას ბრენდის შესაძლებლობების შეფასებით იწყებენ. ამისათვის ხორციელდება სამუშაო შეხვედრები, ინტერვიუები კომპანიის თანამშრომლებთან და მენეჯმენტთან.
ინსაიტები
ინსაიტების ძიება ყველზე სიღრმისეული და საინტერესო ამოცანაა ჩვენთვის. ამ დროს ჩვენ გულდასმით ვუსმენთ თქვენს მომხმარებელს. ჯგუფურ დისკუსიებსა თუ ჩაღრმავებულ ინტერვიუებში ვაძლევთ მათ იდეებს და ვაკვირდებით მიმღებლობის, უარყოფის, აღფრთოვანების მიზეზებს.
ბრენდის არქიტექტურა
ბრენდის არქიტექტურა კომპანიის პორტფოლიოში ბრენდებისა და მათი შეთავაზებების იერარქიული სრტუქტურის შექმნას გულისხმობს.
პოზიციონირების სტრატეგია და ბრენდ–პლატფორმა
პოზიციონირების სტრატეგია ბრენდის უნიკალობას უზრუნველყოფს, ქმნის ბრენდის მკაფიო, კონკურენტებისგან განსხვავებულ და, ამავდროულად, მომხმარებლისთვის გასაგებ, მნიშვნელოვან სახეს.
კომუნიკაციური სტრატეგია
ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგია კომპლექსური გეგმაა, რომელიც მარკეტინგისა და ბიზნეს–სტრატეგიის ფარგლებში დასახული ბრენდის ძირითადი მიზნების მიღწევისთვის კეთდება.
ვერბალური ბრენდინგი
კარგად შერჩეული სახელი თქვენი ბრენდის წარმატების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ძლიერ სლოგანს კი შეუძლია მარტივად მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება, შექმნას განსაკუთრებული ემოციური მუხტი ბრენდის ირგვლივ.


