მომხმარებლის კვლევა
ქუჩაში, ოფისში, სახლში, სავაჭრო ობიექტში, ყველგან, სადაც თქვენი მომხმარებელია, ჩვენ ვსწავლობთ მის ფიქრებს, სურვილებს, ქცევასა და დამოკიდებულებებს. ჩვენ გეტყვით, რა ხდება სინამდვილეში თქვენს ბრენდსა და მის მომხმარებლებს შორის, რა შექმნის მათ შორის საუკეთესო ურთიერთობის გამოცდილებას და გახდება ხანგრძლივი დიალოგის დასაწყისი.
სამომხმარებლო ბაზრის სეგმენტაცია
მიზნობრივი მარკეტინგული სტრატეგიები ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე “საშუალო” მომხმარებელზე ორიენტაცია. ACT-ის ბაზრის სეგმენტაციის კვლევები დაგეხმარებათ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების გამოკვეთაში და მათი განსხვავებული საჭიროებების, მოთხოვნებისა და პრეფერენციების გამოვლენაში.
კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევა
ბრენდის წარმატების ყველაზე მარტივი და სანდო საზომი ლოიალური მომხმარებლის მაჩვნებელია. ACT დაგეხმარებათ, გაიგოთ რამდენად კმაყოფილი და ლოიალურია მომხმარებელი თქვენი ბრენდის მიმართ და რა არის ამის მიზეზი.
ქცევისა და დამოკიდებულებების კვლევა
ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ თქვენს მომხმარებელს, ვსწავლობთ მის ქცევას, სიღრმისეულად ვეძიებით მის მოტივაციებსა და დამოკიდებულებებს თქვენი ბრენდის მიმართ. ჩვენ დაგეხმარებათ გაიგოთ, სინამდვილეში რა სურს თქვენს მომხმარებელს.
მედია-პრეფერენციების კვლევა
თუ თქვენ გაინტერესებთ სად და როგორ შეიძლება მიაწვდინოთ ხმა მომხმარებელს, ამაში ACT-ის მედია-პრეფერენციების კვლევა დაგეხმარებათ. ჩვენ გეტყვით, რომელი მედია საშუალებაა ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური თქვენს მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის.

