სტრატეგიული პიარი
საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებასთან კომპლექსურ და სტრატეგიულ მიდგომას, დაგეგმილი ქმედებების თანმიმდევრულ განხორციელებას კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის განუსაზღვრელი სარგებლის მოტანა შეუძლია, „პიარის“ საბოლოო პროდუქტი პოზიტიური რეპუტაცია, პოზიტიურად განწყობილი მედია, ლოიალური ან სულაც შენთვის მებრძოლი სამიზნე აუდიტორიაა.
რეპუტაციის მართვა
ნებისმიერი კომპანიის უმნიშვნელოვანესი აქტივი მისი რეპუტაციაა. ძლიერი რეპუტაცია გავლენას ახდენს გაყიდვებზე, ლოიალობაზე, თანამშრომელბის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
შიდა კომუნიკაციები
ყოველდღიურ რუტინაში ჩართული მენეჯერები, განსაკუთრებით ორგანიზაციის ზრდის პირობებში, თითქოს ვერ აცნობიერებენ შიდა კომუნიკაციების სისტემურობის მნიშვნელობას, ან მათი მოსაზრებით, უბრალოდ არ სცალიათ ამისთვის.
კრიზისული კომუნიკაციები
ყველაფერი რაც საფრთხის წინაშე აყენებს ადამიანებს, ორგანიზაციას, პარტნიორების ინტერესებს, აფერხებს ბიზნესს და აზიანებს რეპუტაციას - არის კრიზისი.


